17:14 | 2021-06-16 ავტორი: Prime Time

ადამიანი აცრილი თუ არ არის, სახლში არ ვუშვებ – როგორ იცავდა თავს კორონავირუსისგან გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)

ადამიანი აცრილი თუ არ არის, სახლში არ ვუშვებ – როგორ იცავდა თავს კორონავირუსისგან გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში „ინდური შტამის“ გავრცელებას ეხმაურება. გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უფრო მეტად დაიცვან რეკომენდაციები, რადგან ჯერ არავინ იცის როგორ გავრცელდება აღნიშნული ვარიანტი საქართველოში.

 

როგორც ფხაკაძე ამბობს, ე.წ. ინდური შტამი შესაძლოა, სიცხემაც ვერ შეაშინოს. გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში ყვება, თავად როგორ იცავდა წელიწადნახევრის განმავლობაში წესებს.

 

„იარეთ სუფთა ჰაერზე. მე მაგალითად სადაც ბევრი ხალხია არ ვჯდები. საფრანგეთში ყველაფერი ღიაა, მაგრამ არ ვჯდები. როცა ვმოგზაურობ ვცდილობ, რომ მანქანაში ის ადამიანები ვიყოთ, ვინც აცრილია. ადამიანი აცრილი თუ არ არის, სახლში არ ვუშვებ. ეს პატარა საიდუმლო გითხარით. ჩემთან როცა არიან მეგობრები, ცალკე ოთახები აქვთ და ცალკე აბაზანები. კუხნაში არავის ვუშვებ და სადაც დიდი ადგილია იქ ვიკრიბებით. სადაც პატარა ადგილია ჩემს მეგობრებს არავის ვუშვებ. წელიწადნახევარი გავიარე უკვე და საკამდოდდაცულად გავიარე“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: ქვეყანა არის სასწრაფოდ ჩასაკეტი! – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება

 

ავტორი: Prime Time

X