16:34 | 2021-08-21 ავტორი: Prime Time

ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად სხვა გზა არ არსებობს – კულუმბეგოვი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად სხვა გზა არ არსებობს – კულუმბეგოვი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

“ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც ადამიანებს გადარჩენის შესაძლებლობა აქვთ და ერი და ბერი ვაქცინაციისკენ არ მოვუწოდებთ“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად სხვა გზა არ არსებობს.

 

ბოდვებს და ფანტაზიებს მოვეშვათ და რეალურ საფრთხეს ჩავხედოთ თვალებში - ალექსანდრე გალდავა
2021-08-21ბოდვებს და ფანტაზიებს მოვეშვათ და რეალურ საფრთხეს ჩავხედოთ თვალებში - ალექსანდრე გალდავა

 

“შევეგუეთ 70-74 ადამიანის გარდაცვალებას ყოველდღე. ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც ადამიანებს გადარჩენის შესაძლებლობა აქვთ და ერი და ბერი ვაქცინაციისკენ არ მოვუწოდებთ. 20-30 ჯერ მცირდება სიკვდილობის მაჩვენებელი ვაქცინირებულ ადამიანებში.

 

რაც შეიძლება ნაკლები სოციალური კონტაქტი, პირბადე და დისტანცია. საკუთარ თავზე მაინც ვიფიქროთ, რამემ მაინც იმოქმედოს ჩვენზე და გავიკეთოთ ვაქცინა,”-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2-თან“ საუბარში.

 

ცნობისთვის დღეს კორონავირუსის გართულებების შედეგად 74 ადამიანი გარდაიცვალა, ეს ქვეყანაში დაფიქსირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლის ანტირეკორდია. გამოვლინდა ინფიცირების 4901 შემთხვევა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X