
ხო ხედავთ ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა ეკლესიის კლასტერი, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა.
„აწი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ და პირველ რიგში უნდა ვეძიებდეთ სათნოა თუ არა უფლისთვის რაღაც საქციელი.
ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა რომ ჩვენ რა ხალხს დავხოცავდით? გამოვიდოდით და გადავდებდით რაღაცებს და რაღაცას გამოვიწვევდით? ხო ხედავთ ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა ეკლესიის კლასტერი“, – აღნიშნა მეუფემ.
მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ „სადაც საჭიროა სიფრთხილე უნდა დაიცვას ადამიანმა“.
„ხომ ხედავთ, ვინ არ დააჩოქა, რომელი ვითომ ე.წ. დიდი იერარქი არ დააჩოქა პატარა კორონავირუსმა, რომელიც მიკროსკოპშიც არ ჩანს. ღმერთთან არ უნდათ ქედი მოიდრიკონ და იმას უდრეკენ.
ადამიანს ადამიანის სახეს არ დაგვიტოვებენ ცოტა ხანში, მაინც და მაინც ნიღბით უნდა იარო ადამიანმა? ღმერთმა სახე მოგვცა, სადაც არ არის საჭირო იქ არ უნდა იარო, სადაც საჭიროა სიფრთხილე უნდა დაიცვა ადამიანმა“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.






















