
ადამიანს თუ პირბადე არ უკეთია, შენიშვნა მივცეთ, ნუ შეგვრცხვება, ის ჩვენს ქვეყანას აზარალებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ჩვენი ქვეყანა ტურიზმს ვერ მიიღებს, რადგან დაზიანდება. აი, ამ შეგნებით უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი. ამიტომ უნდა დავიცვათ ეს წესი, რომ ჯერ ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ და ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.






















