10:03 | 2021-05-09 ავტორი: Prime Time

ადამიანს ვაქცინაცია თუ უნდა, ის რამდენიმე დღეში უნდა იცრებოდეს ​- ბიძინა კულუმბეგოვი 

ადამიანს ვაქცინაცია თუ უნდა, ის რამდენიმე დღეში უნდა იცრებოდეს ​- ბიძინა კულუმბეგოვი 

„ადამიანები ორ და სამკვირიანი ლოდინის საჭიროების წინაშე არ უნდა დავაყენოთ, ადამიანს ვაქცინაცია თუ უნდა, ის რამდენიმე დღეში უნდა იცრებოდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

როგორც კულუმბეგოვი ამბობს, სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ვაქცინაციის ცენტრები ისე, როგორც ეს უცხოეთშია.

 

„რადგან ახლა ვაქცინაზე მოთხოვნა უფრი მეტია, ვიდრე მიწოდების შესაძლებლობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გააძლიეროს ვაქცინაციის ცენტრები. მეტი ჩართულობა უნდა იყოს, მეტი მოცულობის სივრცეები გვჭირდება ჩვენ, როგორც ჩვენ უცხოეთში ვხედავთ, ისეთი მასშტაბის.

 

რა უნდა იცოდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამდე, აცრისას და აცრის შემდეგ
2021-05-08რა უნდა იცოდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამდე, აცრისას და აცრის შემდეგ

ალბათ, ამაზე ზრუნავს სახელმწიფო და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, უახლოესი დღეების და კვირების განმავლობაში იქნება. არის საზოგადოების ისეთი ნაწილი, რომელიც დღესვე მზად არის, გაიკეთოს ვაქცინა, მაგრამ როდესაც ჩვენ მივაღწევთ იმ ნიშნულს, რომ 100-200 ათასი აცრილი გვეყოლება, მერე ეს პროცესი ასეთი აქტიური არ იქნება.

 

ამიტომ უნდა დავინახოთ, სად გადის ზღვარი, სად ბუნებრივად მიდის პროცესი, ზედმეტი დახმარების გარეშე და სად იქნება ის კრიტიკული მომენტი, როდესაც სახელმწიფოს ჩართულობა თუ სწორი კომუნიკაციური კამპანიის გაძლიერება იქნება საჭირო. ეს პერიოდი უდაოდ დაუდგა ევროკავშირის ქვეყნებს და ისრაელსაც კი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვისაც სურვილი აქვს, სწრაფად აიცრას“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ავტორი: Prime Time

X