
“არ ვადასტურებ ამ საუბარს”,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით,გავრცელებულ მასალაში არსებობს ჩანაწერი მასსა და დედა ანასტასიას შორის საუბრის, თუმცა მან ეს საუბარი ვერ იცნო.
“ჩემი საუბარიც ფიგურირებდა, რომელიც ვერ ვიცანი. დედა ანასტასია წასულია ქვეყნიდან ძალიან ბევრი წელია და მე მასთან იმ დასავლეთ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს მაქვს ხოლმე საუბარი, მაგრამ ეს საუბარი ვერ ვიცანი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს არის რეალობა.
გამოძიების მიერ შედეგის დაყენება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ყველასთვის არა მხოლოდ იმ გვარების და სახელებისთვის, ვინც სახელდება არამედ სახელმწიფოსთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, რომელზეც მიმდინარეობს ორკესტრირებული შტურმი.
მიზანი არის ერთი – გაირკვეს, არის თუ არა ეს რეალურად შემდგარი საუბრების გადატანა ქაღალდზე, ჩემს შემთხვევაში თქვენ დაასახელეთ მონაზონი და ეს ასე არ არის, არ ვადასტურებ ამ საუბარს, თუ ეს უკანონოა გაირკვეს ვინ გააკეთა”,- განაცხადა თეა წულუკიანმა ღამის კურიერთან საუბარში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ფარული აუდიო ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ელჩებს, სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და საზოგადოების დიდ ნაწილს სავარაუდოდ უკანონოდ უსმენდა.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- ერთ-ერთი ძებნილი ოჯახს და ადვოკატს დაუკავშირდა – ახალი დეტალები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში






















