![ადეიშვილის კანტორიდან რასაც შეუთვლიდნენ, იმას აკეთებდნენ [მოსამართლეები] – მეუფე იაკობი](https://old.primetime.ge/app/uploads/2020/05/672198950.png)
ბოდბელმა ეპისკოპოსმა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკვშირებით სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იქადაგა.
მეუფე იაკობი ქვეყანაში შექმნილ პოლიტკურ ვითარებას გამოეხმაურა. მან მმართველ გუნდს და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
„კარგად გადახედეთ, რეალურად ვის რა მხარდაჭერა გაქვთ“, – მიმართა პოლიტიკოსებს მეუფე იაკობმა.
მისი შეფასებით, ამ დაპირისპირების პროცესში რეალურად ქვეყანა ზიანდება, რითიც შესაძლოა მტერმა ისარგებლოს, ხოლო დასავლეთის ქვეყნების თვალში მსგავსი პოლიტიკური კინკლაობა სასირცხვილოა.
მეუფე იაკობი სასამართლო სისტემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ პოლიტკური ინტერესი არ არსებობს, დღეს სასამართლოში სამართლის პოვნა შესაძლებელია, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან.
„დღეს სასამართლო, თუ შეკვეთა არ იყო, ძირითადად სამართლიანად წარმართავს ხოლმე საქმეს. პირდაპირ, რასაც პროკურატურა და ადეიშვილის კანტორიდან შეუთვლიდნენ, იმას აკეთებდნენ. დღეს იგივე მოსამართლეები არიან და თურმე სწორად წარმართვა შეუძლიათ ხო? თუ არ იყო პოლიტიკური დაკვეთა ეს შესაძლებელია“, – ამბობს მეუფე იაკობი.






















