00:14 | 2020-12-09 ავტორი: Prime Time

ადგილები, სადაც კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი შეგიძლიათ გაიკეთოთ

ადგილები, სადაც კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი შეგიძლიათ გაიკეთოთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში, მიმდინარე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო,  კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნად ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბის მას­შტა­ბე­ბი ბოლო კვი­რებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლია. რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მი­ზა­ნია, რომ დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით, ოცი ათა­სი ტეს­ტი გა­კეთ­დეს.

 

 

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლისამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ან­ტი­გენ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ტეს­ტის გა­კე­თე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 200-ზე მეტ ად­გი­ლა­საა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი.

 

 

ქვეყ­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 200-ზე მეტ ად­გი­ლას ხელ­მი­საწ­ვდო­მია დღეს ტეს­ტი­რე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ან­ტი­გე­ნის ტეს­ტი­რე­ბა, ყვე­ლა სტა­ცი­ო­ნარ­ში, ყვე­ლა სტა­ცი­ო­ნა­რი­ზე­ბუ­ლი ავად­მყო­ფის­თვის და ასე­ვე, თბი­ლის­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 42 ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 150-ზე მეტ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია ეს და არის უფა­სო. სიმპტო­მე­ბი­ან ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს, რო­გორც ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, ასე­ვე ყო­ველ­გვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე, მი­ვი­დეს თვით­დი­ნე­ბით” – აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

 

 

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი კი აქ­ვეყ­ნებს იმ ად­გი­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის ტეს­ტის გა­კე­თე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შე­გიძ­ლით ნა­ხოთ ბმულ­ზე ncdc.ge

ავტორი: Prime Time

X