11:33 | 2020-06-04 ავტორი: თეონა ყაჭიური

ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი პროგრამები იუსტიციის სამინისტროებში განთავსდება – გიორგი გახარია

ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი პროგრამები იუსტიციის სამინისტროებში განთავსდება – გიორგი გახარია

„ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ბიზნესის, მცირე მეწარმეობის, ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად ახორციელებს, იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ გზით მეწარმეებს თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ და სერვისს ადგილზე მიიღებენ.

 

„აწარმოე საქართველოში“, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები, უახლოეს ერთ თვეში საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების საშუალებითა და არხებით პირდაპირ მივა ჩვენს თითოეულ მოქალაქესთან.

 

თეთრიწყარო იხსნება
2020-06-04თეთრიწყარო იხსნება

 

ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, მცირე მეწარმეობის, ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული და იმის მაგივრად, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ფერმერებს, მეწარმეებს აუცილებლობა ჰქონოდა ჩამოსულიყვნენ თბილისში და აქ, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერკვიათ ამა თუ იმ პროგრამის დეტალები, ახლა ეს პროგრამები იქნება თითოეული მათგანის ადგილობრივ დონეზე, რაიონში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X