
„ადრე ძალიან მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრია“, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თითოეული პაციენტის დაინფიცირების პირველწყაროს და ისტორიის გარჩევის ფიზიკური საშუალება უკვე აღარ არის.
„ადრე ძალიან მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრია და ჩვენ თითოეული მათგანის გარჩევის საშუალება ფიზიკურად აღარ გვაქვს. გვიდასტურდება და ჩვენთვის პაციენტი პაციენტია. ეს უკვე ალბათ სხვა სტრუქტურების საქმეა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
- შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















