
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მეშვიდეა დღეა, რაც შიმშილობს. დღეს ის ადვოკატებმა მოინახულეს.
როგორც მედიასთან ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, სააკაშვილს ტელევიზორი და ლეიბი ამ დრომდე არ აქვს.
„მიშა არის შემართული გამარჯვებისთვის და ქართული საზოგადოება გასცემს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ პრორუსულ რეჟიმს პასუხს იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე ტრიალებს და რაც გამოიხატება მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად ცდილობს გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას ან არშექმნას, როგორიც არის მაგალითად, ტელევიზორის დაუდგმელობა, ასევე ლეიბის საკითხი. ამ დრომდე არ აქვს სააკაშვილს ლეიბი.
მიშას პრინციპული პოზიციაა შიმშილობა და ეს პოზიცია მომდინარეობს იმ უსამართლობასთან ბრძოლის წინააღმდეგობიდან, რაშიც სააკაშვილი და მთელი ქართული დემოკრატიული საზოგადოებაა შესული. მიშას ამოცანაა, რომ პროტესტის ამ მშვიდობიანი, თუმცა ძალიან მკაფიო და რთული ფორმით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია“, – განაცხადა ბასილაიამ.
ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























