19:09 | 2020-04-08 ავტორი: Prime Time

ქართველი ადვოკატი შვილების შვედეთიდან ჩამოსაყვანად დახმარებას ითხოვს

ქართველი ადვოკატი შვილების შვედეთიდან ჩამოსაყვანად დახმარებას ითხოვს

თამარ თედლიაშვილი, რომელიც გორში ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველია, შვედეთიდან შვილების დასაბრუნებლად, დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა.

 

მისი ორი შვილი იმ ქალაქში იმყოფება, სადაც კორონავირუსი საკმაოდ გავრცელებულია.

 

მართალია, სამშობლოში მათი დაბრუნების გზები მოიძებნა, თუმცა ერევნის რეისით.

 

თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდებს არ შეუძლიათ ორი ბილეთის ყიდვა, ასევე, ყიდვის საშუალება არც ოჯახს აქვს.

 

მოგმართავთ თხოვნით, მაქვს გამოუვალი მდგომარეობა, ჩემი შვილების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებიც იმყოფებიან შვედეთში, კერძოდ სტოკჰომლში და ვერ ახერხებენ ბილეთების შეძენას. დაინიშნა ფრენა ერევნის მიმართულებით და სულ 2-3 დღე გვაქვს ბილეთების შესაძენად.მაქვს იმედი თქვენი თანადგომის. თიბისი ბანკის ანაგარიშის ნომერი: GE05TB7491445061100085 მფლობელი თამარ თედლიაშვილი.მადლობა გულისხმიერებისთვის!

Gepostet von თამარ თედლიაშვილი am Mittwoch, 8. April 2020

 

შვედეთში კორონავირუსის 7,922 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო მონაცმებით გარდაცვლილია 591 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია 205 ადამიანი.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

ავტორი: Prime Time

X