00:23 | 2020-05-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ადვოკატმა დეტალურად აღწერა ეპიზოდი, რა დროსაც შესაძლო ძალადობის ფაქტი მოხდა

ადვოკატმა დეტალურად აღწერა ეპიზოდი, რა დროსაც შესაძლო ძალადობის ფაქტი მოხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატმა დეტალურად აღწერა ეპიზოდი, როდესაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, ძალადობის ფაქტი მოხდა.

 

აბაშიძემ განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის 5 წლის ბავშვმა ყველაფერი დაინახა და მისი ჩვენება მტკიცებულების სახით დართული აქვს საქმეს.

 

ნეკამ შეაღწია ამერიკის ღია ჩემპიონატზე და იქ მოუწყო სკანდალი- რას ყვება ბასილაშვილის ადვოკატი
2020-05-26ნეკამ შეაღწია ამერიკის ღია ჩემპიონატზე და იქ მოუწყო სკანდალი- რას ყვება ბასილაშვილის ადვოკატი

 

„ბატონი ნიკოლოზი მივიდა დედის სახლში, სადაც ბავშვი ეზოში იყო, თამაშობდა და სთხოვა, რომ წავიყვანო. კი ბატონო, მისი მონახულების დღე იყო, ხელი არავის შეუშლია. უბრალოდ, ბავშვი არ მიყვებოდა მამას და ითხოვდა დედასთან წასვლას.

 

ამ დროს, ქალბატონი ნელი რეკავს სოციალურ მუშაკთან. ამოღებულია ეს ზარი და დევს საქმეში. რეკავს და ეუბნება, მამას არ მიჰყვება და რა გავაკეთო, თქვენ ხომ არ გაჰყვებოდით, რომ დაეხმაროთ ურთიერთობაში, რადგან ყველამ იცის, რომ გართულებულია ურთიერთობა, ერთი ღამეც არ დარჩენილა ბავშვი მამასთან არასოდეს. სოცმუშაკმა უთხრა, რომ მე არ ჩავერევი და უთხარი, რომ მას მიაკითხავო. ასეც მოხდა. ბავშვი გაყვა მამას ეზოდან. გარკვეული დროის შემდეგ, ბასილაშვილი ურეკავს ქალბატონ ნელის სთხოვს, რომ ტანსაცმელი მიაწოდოს შვილს.

 

აიღო ქალბატონმა ნელიმ ტანსაცმელი და სწორედ ამ მიზნით მიდის ნიკოლოზთან, არ შედის ეზოში, ეძახის, რომ გარეთ გამოვიდეს. ამის შემდეგ რა ხდება – გამოდის ნიკოლოზი, ბავშვს სვამს მანქანაში, მანქანას კეტავს და აპირებს წასვლას. როცა დედა ეკითხება, სად მიგყავს ბავშვი, ეუბნება, რომ ვიღაცასთან (სახელს არ ვიტყვი). ამ დროს, ბავშვი ითხოვს მანქანიდან გადმოსვლას და დედასთან უნდა. ბავშვი იმდენად ითხოვს დედასთან, აღელდა, ტირილი დაიწყო.

 

მოწმე ვინ იქნება – გამოვიყენებთ ბატონი ბასილაშვილის მშობლებს მოწმედ, რომლებზეც ორდერია გამოცემული? მოწმე იცით ვინ არის ამ სიტუაციაში? თვითმხილველი მოწმე – 5 წლის ბავშვი, რომელმაც ეს ყველაფერი ილაპარაკა“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

განქორწინების დროს ნეკა დოროყაშვილს სთხოვდნენ, რომ 7 წელი არ უნდა ექორწინა - ადვოკატი
2020-05-26განქორწინების დროს ნეკა დოროყაშვილს სთხოვდნენ, რომ 7 წელი არ უნდა ექორწინა - ადვოკატი

 

ანა აბაშიძემ იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ გამოიწერა ორდერი ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაზე და კონკრეტულად, რა ეპიზოდში იძალადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეზე.

 

„როდესაც ბავშვი ითხოვს დედასთან გადმოსვლას, ბატონი ნიკოლოზი კარს არ აღებს, ბავშვი ვარდება ისტერიკაში, ხდება ცუდად, დედას გადმოჰყავს ეს ბავშვი, შეჰყავს ეზოში ატირებული, ისტერიკაში მყოფი ბავშვი, რომ მივიდეს წყალთან და დაალევინოს, დაამშვიდოს. ეს არის მიზანი, რისთვისაც შედის ამ სივრცეში და არა შეჭრა.

 

ამ დროს ხდება ბაბუის ეპიზოდი – როდესაც ხედავს ადამიანებს თავის საკუთრებაში, კამერებზე ეს არ არის დაფიქსირებული, რადგან კამერა არ უყურებს ეზოს. ამ დროს ბატონი ნიკოლოზის მამა იწყებს გინებას, ბავშვის და დედის მიმართულებით და ყვირილს, რომ გავიდნენ მისი ეზოდან. ამ დროს ხელში იღებს გარკვეულ ნივთს, ემუქრება და მოემართება გინებით. ეს ესმოდა ბატონ ბასილაშვილსაც და იყო ძალიან აღელვებული ამის გამო.

 

ამის შემდეგ, დედა კიდებს ბავშვს ხელს, იხუტებს და გამორბის სახლიდან, იმიტომ, რომ მუქარაა, პრაქტიკულად, ფიზიკური დაზიანების. ამ გამოსვლის დროს აყენებს სწორედ ბატონი ნიკოლოზი ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბავშვი მათთან ერთად არის ამ დროს და ამას ჰყვება“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 100 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X