17:13 | 2021-10-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

აფეთქება ავღანეთში – არის მსხვერპლი

აფეთქება ავღანეთში – არის მსხვერპლი

ავღანეთში შიიტურ მეჩეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, აფეთქება ქალაქ ყუნდუზში მდებარე შიიტურ მეჩეთში მოხდა პარასკევის ყოველკვირეული ლოცვის დროს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათეულობით ადამიანი, არის მსხვერპლიც.

 

რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“, ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალს ებრძვის ქვეყანაში. გასულ თვეს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გაახშირეს თავდასხმები ავღანეთის სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, მათ თავის თავზე აიღეს ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი ორი სასიკვდილო აფეთქება.

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X