10:33 | 2020-08-14 ავტორი: Prime Time

აფეთქება დიდუბეში – არიან დაშავებულები

აფეთქება დიდუბეში – არიან დაშავებულები

დიდუბეში აფეთქება მოხდა – გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხობში გაჩნდა.

 

საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები.

 

არსებული ინფორმაციით, საცხობის თანამშრომლებმა დამწვრობა მიიღეს და კლინიკაში გადაიყვანეს.

 

აფეთქების მიზეზის დასადგენად, გამოძიება უნდა დაიწყოს – აცხადებენ საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოში. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ავტორი: Prime Time

X