16:21 | 2020-09-17 ავტორი: Prime Time

აფეთქება სოფელ უფლისციხეში – დაშავებულია სამი ადამიანი

აფეთქება სოფელ უფლისციხეში – დაშავებულია სამი ადამიანი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ჟანგბადის კომპრესორი აფეთქდა. დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი.

 

ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ექიმებმა დაშავებულებს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

 

ამ წუთებში შემთხვების ადგილზე მუშაობს პოლიცია.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

ავტორი: Prime Time

X