18:27 | 2020-07-06 ავტორი: თამარ ბუჩუკური

აფხაზეთიდან დევნილი პოეტი კიევის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაშია

აფხაზეთიდან დევნილი პოეტი კიევის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაშია

პოეტი ამირან თოდუა კიევში, კლინიკა „დობრობუტში“ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანა ლატარია ავრცელებს.

 

როგორც პოსტიდან ირკვევა, პოეტი ონკოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული და მას წამლის ფული არ აქვს.

 

„პრაიმტაიმი“  ნანა ლატარიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„მეგობრებო ალბათ ბევრი თქვენთაგანი იცნობს ბატონ ამირან თოდუას, ლექსების რამოდენიმე კრებულის ავტორს,რომლის კალმიდან ფურცელზე იღვრება პატრიოტიზმით გაჟღენთილი ლექსები და ქართველობას ქართული სიტყვის მადლით გვმოსავს.

 

დღეს ამ საოცარ ადამიანს ჩვენი თანადგომა ჰაერივით სჭირდება. ვისაც შეგნებული აქვს თუ რამდენად საჭიროა დღეს საქართველოში ისმოდეს მახვილივით მჭრელი სიტყვები,ნუ დაინანებთ მისთვის თქვენი შესაძლებლობის მინიმუმს მაინც და დავანახოთ ბატონ ამირანს,რომ ის ქართული სული,რომელიც მას არ ასვენებს სულიერად და ფიზიკურად, მისი გადარჩენის წყაროა.

 

აფხაზეთიდან დევნილს მრავალი ტანჯვა აქვს გადატანილი. ახლა წევს კიევის კლინიკა ,,დობრობუტში” ონკოლოგიურ განყოფილებაში, უმძიმეს მდგომარეობაში. უჭირს წამლის ფული.მეგობრებო ჩვენ გვაქვს შანსი გადავარჩინოთ ეს დიდებული ქართველი.უმორჩილესად გთხოვთ გამოვიჩინოთ ყურადღება და სიკეთე მის მიმართ.“ – წერს ნანა ლატარია.

 

შეგახსენებთ, პოეტი ამირან თოდუას ლექსები თემატური მრავალფეროვნებითა და სათქმელის გადმოცემის თავისებური მანერით გამოირჩევა. მის ლექსებში განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა დროებით დაკარგული აფხაზეთის ნოსტალგია.

 

მის პოეზიაში ძირითადად საკუთარი ქვეყნის სიყვარული იგრძნობა: როგორც აფხაზეთიდან დევნილი დღემდე ვერ ინელებს მის დროებით დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს. მისთვის უცხო არც ყოფითი პრობლემებით გამოწვეული სირთულეებია, ის ხომ აგერ წლებია უკრაინაში ცხოვრობს და სამშობლოდან მოშორებით ნოსტალგიით გაჟღენთილ ლექსებს წერს.

 

„ერთი სიტყვაც არ დამიწერია, რომ ჩემი ემოცია, სული და გული არ ჩამედო“ - ვინ არის ახალგაზრდა პოეტი „წმინდა ქალაქიდან“
2020-06-25„ერთი სიტყვაც არ დამიწერია, რომ ჩემი ემოცია, სული და გული არ ჩამედო“ - ვინ არის ახალგაზრდა პოეტი „წმინდა ქალაქიდან“
ავტორი: თამარ ბუჩუკური

X