17:41 | 2020-08-25 ავტორი: მარი ჯაფარიძე

აფხაზეთში ძაღლებით დატვირთული ავტომობილით რუსებს ნარკოტიკები შეჰქონდათ?!

აფხაზეთში ძაღლებით დატვირთული ავტომობილით რუსებს ნარკოტიკები შეჰქონდათ?!

„21 აგვისტოს, დილის 5 საათზე ფსოუს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შენიშნეს ავტომობილი რუსული ნომრებით, რომელიც სავსე იყო ძაღლებით. ავტომობილი ცდილობდა საზღვრის გადმოკვეთას და აფხაზეთში მოხვედრას“. – წერს ცხოველთა სოციალური ქსელი მომხმარებელი „მაკა მაკიაველი“, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს.

 

На изображении может находиться: на улице

 

„დავრეკეთ მესაზღვრეებთან და საბედნიეროდ, გვითხრეს, რომ მანქანა საზღვარზე არ გამოუშვეს და უკან, რუსეთში დაბრუნდა. მანქანა ეკუთვნის მოსკოვის მკვიდრს, მოსკვინა ლუდმილას. კითხვა: სად მიჰყავდათ ძაღლები? რატომ? რატომ გადაჰყავდათ დახურული ფურგონით?

 

ჩვენ, აფხაზი ვოლონტიორები თითოეული სულიერისთვის ვიბრძვით, გვიხარია, თუ ჩვენი ქვეყნიდან თუნდაც ერთი ძაღლი მიდის, უფრო კარგ პირობებში საცხოვრებლად. და უცებ ვხედავთ, რომ მაწანწალა ძაღლებით დატვირთული მანქანა შემოდის აფხაზეთში.

 

სად არიან ისინი ახლა? სად წაიყვანეს?“ – კითხულობს უფლებადამცველი და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ ძაღლებით აფხაზეთში ნარკოტიკები შეჰქონდათ.

 

 

 

 

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X