20:31 | 2021-06-25 ავტორი: რუსა ღვანიძე

„რომ წარმოვიდგენ, იმ სცენას, როცა მისი ძმა გვერდზე იდგა – სიკვდილიც არის და სიკვდილიც“ – ქეთი გაბისიანი ზურაბ ბაკურაძეზე

„რომ წარმოვიდგენ, იმ სცენას, როცა მისი ძმა გვერდზე იდგა – სიკვდილიც არის და სიკვდილიც“ – ქეთი გაბისიანი ზურაბ ბაკურაძეზე

23 ივნისს, ტრაგიკულად დაიღუპა ანსამბლ „ქართული ხმების“(უმცროსი თაობა) სოლისტი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი და მომღერალი ზურა ბაკურაძე . მისი სახით, საქართველომ სანიმუშო და საამაყო ვაჟკაცი დაკარგა…

 

ნიჭიერი ხელოვანის გარდაცვალება, დიდი დანაკლისია ქართული კულტურისთვის!

 

კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი, ზურას, როგორც ბრწყინვალე პროფესიონალს, ასევე უდიდეს ადამიანად და მეგობრად წარმოგვიდგენს. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, მუსიკოსი ამბობს, რომ რაჭაზე, ფანატიკურად იყო შეყვარებული და სიცოცხლეც, მშობლიურ მიწაზე დაასრულა:

 

„ბედმა ისე დაასაჩუქრა, რომ ანსამბლ „ქართულ ხმებში“ მოხვდა, მოგეხსენებათ, რას ნიშნავს ეს ანსამბლი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.

 

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, რომელიც 1990 -იან წლებში ჩამოყალიბდა გ. ჭირაქიძე, დ. აბესაძე, გ. დოლიძე, გ. თამაზაშვილი, თ. ჭკუასელი, დ. გოგიაშვილი, ზ. ლოლაძე, ზ. ბოლქვაძე, მ. თალაკვაძე, გ. ჭიჭინაძე, რ. გოგოლაშვილის შემადგენლობით, რომელიც შემდეგ, მათმა შვილებმა გააგრძელეს.

 

Возможно, это изображение (1 человек и стоит)

 

ყველას შვილი ხომ ვერ დაემთხვეოდა, შესაბამისად, სხვა წევრებმა შეავსეს. ბავშვობიდან, დიდი სკოლა ჰქონდა გავლილი, დაწყებული „ახალგაზრდობის (პიონერთა) სასახლიდან“. ეს არ იყო, ის შემთხვევა, როცა ბავშვობაში კარგად მღერი და მერე დადგები სცენაზე – ზურა, მისი საქმის შესანიშნავი პროფესიონალი იყო.

 

მასთან მიმართებაში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც ენდობი, უღალატო, როგორც პროფესიაში, ასევე მეგობრობაში. „სანთლით საძებარი“ თვისებების მატარებელი იყო – ეს ყველაფერი, ძალიან მოჭარბებულად ჰქონდა.

 

 

თუ ზურას დავურეკავდი და რაიმე საქმეზე მოველაპარაკებოდი, ყოველთვის წყნარად ვიყავი, არა მარტო მე, არამედ თითქმის ყველა მუსიკოსი. ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდებოდა გადაცემაში „ავტოგრაფი“, სადაც მუსიკალური პროდიუსერი ვარ, უდიდესი პროექტია და ბევრი მუშაობა გვჭირდებოდა – ძალიან ინტერესიანი ბიჭი იყო.

 

მის ოჯახზე მოგვიყევით…

 

ფანტასტიკური ოჯახი, ულამაზესი მეუღლე – ნათია კობახიძე და ორი შვილი (ქალ-ვაჟი) ჰყავს. ორივე ცოლ-ქმარი, რაჭველები არიან. 1978 წლიანი იყო, 43 წლის გახლდათ.

 

 

როგორც ამბობენ, რაჭის მიმართ უდიდესი სიყვარული გააჩნდა…

 

„აფრენდა“, ისე უყვარდა იქაურობა. რეპეტიციაზე, ხშირად უთხოვია, კონცერტები არ მაქვს და გეხვეწები, 2 დღით წავალ რაჭაშიო! თითქოს ძალიან ახლოს იყო. ფანატიკურად უყვარდა, ეს იყო საკუთარი კუთხის არანორმალური სიყვარული.

 

და სწორედ, ამ „სიყვარულმა“ შეიწირა…

 

ნამდვილად! წარმოუდგენელი რამ მოხდა. თან რომ წარმოვიდგენ, იმ სცენას, როცა მისი ძმა, გივიც იქვე იდგა… თან დედის გარდაცვალებიდან, რამდენიმე დღეში, ორმოციც არ იყო გასული.  

 

 

ძმასთან ერთად იმყოფებოდა?

 

დიახ, როგორც ვიცი, ძმაც იქვე იყო და ამ უბედური შემთხვევის მომსწრე გახდა – სიკვდილიც არის და სიკვდილიც, თან ზუსტად იმ ადგილას, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა.

 

ისეთი დათრგუნული ვარ, ამ საშინელი ტრაგედიის გამო, რომ ჩემმა ტვინმა, ეს ინფორმაცია არ მიიღო.

 

 

 

„ქართული ხმები“ თქვენ სიმღერებსაც ასრულებდა…

 

რა თქმა უნდა, დიდი ხანია „ქართულ ხმებთან“ ვთანამშრომლობ და ვმეგობრობ. ერთ ერთი გამორჩეული სიმღერა იყო – „გაზაფხულის პატარძალო“. მის ფეისბუქ გვერდზე, ბოლო ვიდეო, რაც დადო, სწორედ, ეს სიმღერა იყო – გაბისიანი, გულის ფორმის „სმაილი“ და ეს ვიდეო.

 

7 ივნისს, გადაცემაში „ავტოგრაფი“ ჩემი ბენეფისი იყო და ეს ვიდეო თავის გვერდზე გააზიარა.

 

 

ვერ აგიღწერთ, როგორი სინთეზი იყო ეს ადამიანი, თან დიდი სიამოვნებით რომ იმუშავებ, რაც ძალიან დიდი ბედნიერებაა, თან როცა იცი, რომ ეს ადამიანი არის „ათოსანი“. ამ დამოკიდებულებით ცხოვრება, როგორც პროფესიაში, ასევე ყოფაში, დღეს დიდი ფუფუნებაა.

 

ვუსამძიმრებ, ყველა მუსიკოსს, განსაკუთრებით მეგობრებს! სოციალურ ქსელებში, საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩვენ, მის მეგობარ მუსიკოსებს გვისამძიმრებს. ეს ძალიან, ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის!

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X