16:48 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

აგერ ვანათებ, მასწავლებელო! – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ კორონავირუსის დროს

აგერ ვანათებ, მასწავლებელო! – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ კორონავირუსის დროს

თორნიკე თუთარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღწერს, რა იქნებოდა, კორონავირუსის პანდემიის დროს რომ დაწერილიყო „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

 

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ახლა რომ დაწერილიყო:

 

– ჩიგოგიძე!

– ონლაინ ვარ, მასწავლებელო!

– კალანდაძე!

– აგერ ვანათებ მასწავლებელო!

– სიხარულიძე!

– ვინდოუსი აქვს გადასაყენებელი, მასწავლებელო, და ჭყონიამ, ცენტერაძემ, ბურჭულაძემ, ქორიძემ, ნინიძემ და ღლონტმა თიმ ვიუერი ჩაურთეს.

– მთელი კლასი ვერ ჩაერთეთ? – იკითხა გულჩვილმა მასწავლებელმა.

– სერვერზე თიმ მემბერისთვის ფრი სფეისი აღარ დარჩა, თორემ ჩავერთვებოდით

– ვაშალომიძე, ვაშალომიძე, ვა-შა-ლო-მი-ძე! – ყვირის მასწავლებელი და მაუსს ხაოზე ურტყამს.

– აქ ვანთივარ, პატივცემულო მასწავლებელო!

– მასეთი ნათება და ოფლაინ ყოფნა ერთი და იგივეა!

ონლაინ-ოფლაინ, საკითხავი აი, ეს არის!

 

(ვინცხამ უწყაროოდ მომპაროს, ვინდოუსი ვერ გადააყენოს ცხრა თაობაში)“, – წერს თორნიკე თუთარაშვილი.

 

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1-ელ აპრილამდე შეწყდა.

ავტორი: Prime Time

X