
ბუბა კიკაბიძეს აქტიური საკონცერტო პერიოდი უდგას. მოიარა უკრაინა, შუააზია, მოლდოვა… აგვისტოში ბათუმში ჩანიშნული კონცერტი, ზაფხულში შექმნილი მძიმე კოვიდვითარების გამო გააუქმა. ახლა სამშობლოშია და თვის ბოლოს, ისევ უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება.
83 წლის არტისტის უახლოეს გეგმაზე “პრაიმტაიმს” ბუბას გერი, მსახიობი მარინა საღარაძე ესაუბრა.
მარინა საღარაძე: – ბუბა კარგად არის. სხვადასხვა ქვეყნების ქალაქებში იყო კონცერტებით. გუშინწინ კიშინიოვიდან ჩამოვიდა და ახლა თბილისშია. თვის ბოლოს, 23 ოქტომბერს ოდესაში მიდის კონცერტზე. მანამდე შუა აზიაში იყო.
აღარ არის კონცერტების დრო? პანდემიის გამო, ორი წელი რომ სახლში დაჯდები…
ეს ის ადამიანია, რომელსაც სცენის და მაყურებლის გარეშე არსებობა, არ შეუძლია. როგორც კი ჩნდება კონცერტის საშუალება, ნამდვილად არ ამბობს უარს.























