12:19 | 2020-08-18 ავტორი: Prime Time

აღარავისთვის ვარ ისე ძვირფასი, როგორიც ვიყავი ჩემი დედისათვის – გალაკტიონის ძალიან ემოციური წერილები დედაზე

აღარავისთვის ვარ ისე ძვირფასი, როგორიც ვიყავი ჩემი დედისათვის – გალაკტიონის ძალიან ემოციური წერილები დედაზე

ცნობილია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ძალიან განიცდიდა დედის გარდაცვალებას. დიდმა პოეტმა დედას არაერთი ემოციური წერილი მიუძღვნა.

 

გალაკტიონი 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვივში დაიბადა. მამა – ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებას ვერ მოესწრო, ის 23 წლის ასაკში დაიღუპა.

 

გალაკტიონის დედა მარკრინე ადეიშვილი გახდლათ, სოფელ საპაიჭოდან. მისი გარდაცვალების შემდეგ გალაკტიონი წერდა:

 

„დავკარგე დედა და მასთან ერთად დავკარგე იმედი, ნუგეში, თანამგრძნობი…

 

უდედოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა, მაგრამ ვარ… დავტოვე ჭყვიში და მასთან ერთად დავტოვე დედის ახლადშეზვინული საფლავი.

 

წუხელის ძილში ვწუხდი, რომ მე უკვე აღარავისთვის ვარ ისე ძვირფასი, როგორც ვიყავი ჩემი დედისათვის… ვწუხდი, რომ ჩემი მომხრე, თანმგრძნობი და დამცველი არავინ არის-მეთქი.

 

ამ დროს ჩემი ოთახის ფანჯარას დედაჩემი მოადგა. – გატუნია, შვილო, რამ დაგაღონა, ბიჭო! შენ, შვილო, ყველასთვის ხარ საჭირო და თუ დაგჭირდა, შენი ლექსი გაიხსენე შენი ჭირიმე: ო, ნანა, ნანა…

 

2020-07-29"ბევრი კითხვა მაწვალებს, რატომ მოიკლა თავი? რატომ არ საუბრობდა თავისი ხმით?" - რას ნანობს ვახტანგ ჯავახაძე

 

დედაჩემი გაქრა და მე გამომეღვიძა.”

 

1899 წელს გა­ლა­კტი­ო­ნი ქუ­თა­ის­ში, დე­კა­ნოზ ნეს­ტორ ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის სახ­ლში გახ­სნილ კერ­ძო, ერ­თკლა­სი­ან მო­სამ­ზა­დე­ბელ სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნეს. 1900 წელს ქუ­თა­ისის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ი­რი­ცხა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­ნაგ­რძო…

 

პო­ეტს დე­დის­გან შორს ყოფ­ნა ხში­რად უწევ­და, ამი­ტომ მას­თან პე­რი­ო­დუ­ლად წე­რი­ლე­ბით ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა:

 

„საყ­ვა­რე­ლო დედა!

რო­გორც შენ და­ი­ბა­რე, მე ნეს­ტორ ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის სახ­ლში გა­დავ­დე­გი, მაგ­რამ შვიდ მა­ნეთ-ნა­ხე­ვარ ნაკ­ლებ არ და­მი­ყე­ნა და ისიც ამ ერ­თის თვით. შემ­დეგ­ში კი რვა მა­ნეთ ნაკ­ლებ ვერ და­გა­ყე­ნე­ბო.

 

ბინა ძა­ლი­ან კარ­გია, მხო­ლოდ ეს არის, რომ ფულს წინ­და­წინ­ვე თხო­უ­ლობს, მე ჯერ­ჯე­რო­ბით ოთხი მა­ნე­თი მი­ვე­ცი, შენ­გან გა­მო­ტა­ნე­ბულს სამს მა­ნეთს პრის­კი­ლეს მო­ცე­მუ­ლი მა­ნე­თი მი­ვუ­მა­ტე.

 

კა­ლო­შებს ვერ ვყი­დუ­ლობ. ხა­ზე­ი­კის ფული, სამ მა­ნეთ-ნა­ხე­ვა­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა, მალე გა­მო­აგ­ზავ­ნე; სხვე­ბი აქ ყვე­ლა წინ­და­წინ­ვე აძ­ლე­ვენ ორი თვის ფულს. გწერ შენი შვი­ლი გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი.

 

ქუ­თა­ი­სი, 14 იან­ვა­რი, 1908 წ“.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X