17:00 | 2021-05-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

აღდგომის დღეებში საქართველოში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო 700-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული

აღდგომის დღეებში საქართველოში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო 700-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული

სადღესასწაულო დღეებში საქართველოს მასშტაბით ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მიზეზით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების სტატისტიკა გაიზარდა.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, 2021 წლის 2 მაისიდან და 4 მაისის დილის 10:00 საათამდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 785 შემთხვევა. აქედან ჰოსპიტალიზირებულია 658 ადამიანი.

 

ველოდები კონკრეტულ ზარს კონკრეტული წინადადებებით!.. - სთავაზობენ თუ არა გიორგი ფხაკაძეს თანამდებობას საქართველოში
2021-05-04ველოდები კონკრეტულ ზარს კონკრეტული წინადადებებით!.. - სთავაზობენ თუ არა გიორგი ფხაკაძეს თანამდებობას საქართველოში

 

აღნიშნული შემთხვევები შემდეგი რაოდენობით გადანაწილდა: თბილისი – 281 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 226. საქართველოს დანარჩენი რეგიონები – 504, ჰოსპიტალიზაცია – 432.

 

დასახელებულ პერიოდში მოიმატა კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებმაც. ამ მიზეზით ცენტრში 411 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 194 ჰოსპიტალიზაციით დასრულდა. მათგან: თბილისი – 121 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 27, საქართველოს სხვა რეგიონები: 290 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 167.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X