
აღდგომის დღესასწაულზე თბილისიდან რეგიონების მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა.
საგანგებო ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, მომატებული პანდემიური საფრთხის გამო მთლიანად იკეტება საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი, სადაც შესვლა და გამოსვლა ხვალიდან 10 დღით აიკრძალება. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.
ამასთან, პრემიერ მინისტრი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით.
გიორგი გახარიას განცხადებითვე, შესაძლოა ხელისუფლებამ აღდგომის წინ სასაფლაოების დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღოს.






















