19:59 | 2020-05-07 ავტორი: Prime Time

აღდგომის კლასტერის შედეგი – „ეკლესიამ ნამდვილი ვნების კვირა გამოიარა“

აღდგომის კლასტერის შედეგი – „ეკლესიამ ნამდვილი ვნების კვირა გამოიარა“

თითქმის თვეზე მეტია, საზოგადოებაში განიხილება ეკლესიის თემა, რა (არ) გაითვალისწინა ეკლესიამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდში.

 

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ეკლესიის კარი აღდგომას მრევლისთვის არ დაიკეტა.

 

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, არ შეიცვალა ზიარების წესიც.

 

აღდგომის დღესასწაულებიდან 2 კვირაში ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობის გაზრდას ელოდებოდნენ, თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა.

 

ანდრია ჯაღმაიძე ამ თემაზე PIA-თან საუბრობს.

 

აღდგომის წინა დღეებში განსაკუთრებით მძიმე სურათი იხატებოდა და მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესიამ ნამდვილი ვნების კვირა გამოიარა, ნამდვილი სახარებისეული სასამართლო და ჯვარცმა განვიცადეთ მრევლთან ერთად.

 

სასამართლო, მსგავსი ბრალდებებით, რაც იესოს ესმოდა მის მიმართ ანას, კაიაფას და პილატეს წინაშე, რომ ის იყო ქვეყნის მოძულე და დამაქცევარი.

 

ერთის მხრივ ეს სამწუხაროა, მეორეს მხრივ სახარებისეულ მდგომარეობაში ვიყავით – ეს კი სასიხარულოა.

 

„არ გვაქვს ფაქტი, არ არსებობს აღდგომის ღამის კლასტერი!“ - თენგიზ ცერცვაძე
2020-05-05„არ გვაქვს ფაქტი, არ არსებობს აღდგომის ღამის კლასტერი!“ - თენგიზ ცერცვაძე

 

იყო გამოთქმული მოსაზრებები, თუმცა კატეგორიული მოთხოვნებიც ისმოდა და უმეტესად იმ ადამიანებისაგან, ვინც ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაშიც კი არ ეზიარებოდნენ, რადგან არ სწამთ.

 

აქ არც ზიარების წესი იყო მთავარი, საუკეთესო იქნებოდა ეკლესიების გამოკეტვა და ნებისმიერი სახით ზიარების აკრძალვა.

 

ერთი კი ცხადია, ღმერთი მოქმედებს ჩვენი გათვლებისგან დამოუკიდებლად.

 

რაც უფრო კატეგორიულია გარედან ესა თუ ის მსჯელობა ეკლესიასთან მიმართებაში, მით მეტია ალბათობა, რომ რეალობა მოლოდინს ასცდეს, რადგან მსჯელობაში არ დავტოვეთ ღმერთის მოქმედების ადგილი.

ავტორი: Prime Time

X