
„აღდგომის შემდეგ სპეციალისტთა ვარაუდი, იტალია და კუბოები არ გამართლდა“,- ამის შესახებ მმართველი გუნდის ყოფილმა დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ განაცხდა.
მისი თქმით, საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, სადაც წირვა-ლოცვები არ შეწყვეტილა.
„აღდგომის შემდეგ სპეციალისტთა ვარაუდი, იტალია და კუბოები არ გამართლდა. პატრიარქმა შეძლო და გააკეთა ის, რაც ვერ გააკეთა ვერავინ მსოფლიოში.
დღეს საქართველო მის ლოცვა-კურთხევაზე დგას. თითოეული ჩვენგანის სირცხვილია, რომ უზნეო ადამიანებს მივეცით მისი შეურაცხყოფის უფლება“,- განაცხადა ერქვანიამ.
მან საპატრიარქოსთვის ტერიტორიების გადაცემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ რაც ეკლესიას გააჩნია, საქართველოს და ქართველი ხალხის საკუთრებაა.























