17:55 | 2021-05-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„აღფრთოვანებული ვარ მისი შეუვალობით“ – სააკაშვილი მელიას გათავისუფლებას ეხმაურება

„აღფრთოვანებული ვარ მისი შეუვალობით“ – სააკაშვილი მელიას გათავისუფლებას ეხმაურება

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.

 

მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი“, – წერს სააკაშვილი.

 

რა ურთიერთობა აქვს ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიასთან მეუფე სტეფანეს - ნახეთ მისი განმარტება
2021-05-10რა ურთიერთობა აქვს ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიასთან მეუფე სტეფანეს - ნახეთ მისი განმარტება

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. პატიმრობა 40 000 ლარიანი გირაოთი შეიცვალა, რომელიც წინასწარ იყო გადახდილი. თანხა ევროკავშირმა საიას გავლით ჩარიცხა. სხდომას ბრალდებული არ ესწრებოდა.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X