11:42 | 2021-03-08 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, უფროსის პატივისცემით, მოკრძალებით – გია ხუხაშვილი ბერაზე

აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, უფროსის პატივისცემით, მოკრძალებით – გია ხუხაშვილი ბერაზე

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა.

 

„მე მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, უფროსის პატივისცემით, მოკრძალებით. ამპარტავნების ნიშანწყალი არ იგრძნობოდა.

 

ვინც თითქოს მის ინტერესებს იცავდა და იცავს დღეს, სინამდვილეში მის ხარჯზე საკუთარ ჭიას ახარებს. იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა. დღესაც მძევლად ჰყავთ აყვანილი. ამოსუნთქვის, დაფიქრების საშუალებას არ აძლევენ, რომ რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში.

 

„დიდი ადამიანის შვილი ხარ... მეამაყები, როგორც ადამიანი!“ - ლუკა კურტანიძე ბერა ივანიშვილს მიმართავს
2021-03-07„დიდი ადამიანის შვილი ხარ... მეამაყები, როგორც ადამიანი!“ - ლუკა კურტანიძე ბერა ივანიშვილს მიმართავს

 

დაინახოს, რა „მოსულა“ და რა არა. გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…“,- წერს ხუხაშვილი Facebook-ზე.

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X