13:45 | 2021-12-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში, როცა ითხოვთ მეტ ბოდიშს, გაიგეთ რა მდგომარეობაში ვარ – სააკაშვილი

აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში, როცა ითხოვთ მეტ ბოდიშს, გაიგეთ რა მდგომარეობაში ვარ – სააკაშვილი

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის ახლა პუტინის ტყვეობაში იმყოფება და რუსული სისტემის პატიმარია.

 

„დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაზე და თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე.

 

მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში მეგობრებო, მე ახლა პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როცა ითხოვთ მეტ ბოდიშს და სინანულს, გაიგეთ რა მდგომარეობაში ვარ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე და ვიდეოები ამ ბმულზე

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X