
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელმა ტემპერატურის ვარდნამ, შესაძლოა, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.
სააგენტოს ცნობით, 7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. 7 აპრილს მოსალოდნელია ნალექი ბარში – წვიმის, მთაში – თოვლის სახით და ნისლი. 8 აპრილს ნალექი, შესაძლოა, ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს.
8-9 აპრილს, ღამის საათებში, შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე.
✅ 7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების…
Gepostet von სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო am Montag, 6. April 2020






















