17:59 | 2020-08-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აგვისტოს ომის გმირის შვილმა, ცნობილი სურათიდან, მინისტრისგან საჩუქარი მიიღო – როგორი იყო გოგონას რეაქცია (ფოტოები)

აგვისტოს ომის გმირის შვილმა, ცნობილი სურათიდან, მინისტრისგან საჩუქარი მიიღო – როგორი იყო გოგონას რეაქცია (ფოტოები)

2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ზვიად ბარბაქაძის მეუღლე, მარიკა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მატერიალური მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის მადლობას უხდის.

 

„მითხრა 9 აგვისტოს მამას საფლავზე შევხვდებითო, ამ დღეს დაიღუპა
2020-08-08„მითხრა 9 აგვისტოს მამას საფლავზე შევხვდებითო, ამ დღეს დაიღუპა" - გმირის ისტორია

 

„2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე თვე აგვისტოა მოუშუშებელი ტკივილით სავსე ამ რთულ პერიოდში მატერიალური მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შსს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს ჩემი შვილისადმი კეთილგანწობისა და მისი გახარებისთვის. თითოეულ ადამიანს ვისაც ვახსოვართ და მზრუნველობას იჩენს მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ეცხოვროთ შვილებს მშობლებთან ერთად“, – წერს მარიკა გვასალია. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს 2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე თვე აგვისტოა 😔 მოუშუშებელი ტკივილით სავსე 💔 ამ რთულ პერიოდში…

Posted by Marika Gvasalia on შაბათი, 08 აგვისტო, 2020

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს აგვისტოს ომში დაღუპული 14-ვე პოლიციელის ოჯახს გაუწია დახმარება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X