00:50 | 2021-08-08 ავტორი: Prime Time

აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა, პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს – პრემიერი

აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა, პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა
2021-08-08აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა

 

„აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები. ამ ომმა შეიწირა ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე.

 

მინდა, პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს. მათი გმირობა ვაჟკაცობისა და უდრეკობის, სამშობლოსათვის თავდადების უკვდავი მაგალითია.

 

დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. ჩვენ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი ავირჩიეთ, რომელიც, ჩვენი გონივრული პოლიტიკით და საერთაშორისო მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქში“.

ავტორი: Prime Time

X