00:43 | 2021-10-26 ავტორი: Prime Time

აგვისტოს ომის გმირები, BBC, MTV Europe, ყველა სცენის სახე, შუადღის “დედოფალი” – “ნიჭიერის” ჟიურის წევრების მიღწევები

აგვისტოს ომის გმირები,  BBC, MTV Europe,  ყველა სცენის სახე, შუადღის “დედოფალი” – “ნიჭიერის” ჟიურის წევრების მიღწევები

აგვისტოს ომის გმირები, BBC, MTV Europe, ყველა სცენის სახე, შუადღის “დედოფალი” – ეს მიღწევები მეგა შოუ “ნიჭიერის” ჟიურის წევრებს უკავშირდება, რომლებზეც “პრაიმტაიმი” სულ რამდენიმე მნიშვნელოვან პროფესიულ დეტალს შეგახსენებთ.

 

ჟიურის შესანიშნავი ხუთეული – თაკო ფხაკაძე, სტეფანე მღებრიშვილი, ირაკლი იმნაიშვილი, რუსკა მაყაშვილი და თიკა ფაცაცია. 

 

ალბათ, არავისთვის იქნება გასაკვირი, ამ ხუთეულის წარდგენას თაკო ფხაკაძით რომ დავიწყებთ, რადგან სწორედ ისაა ამავე მედია საშუალების, “პრაიმტაიმის” დამფუძნებელი და არაერთი სახალხო პროექტის ავტორი.

 

“წელს ნიჭიერის მე-10 საიუბილეო სეზონია, საოცარი ისტორია აქვს საქართველოში.  როგორც მსოფლიო პროექტი, ყველამ იცის, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული პროექტია. მითუმეტეს ეს მე-10 საიუბილეო სეზონი პანდემიას დაემთხვა, ადამიანები სახლში არიან ჩაკეტილები და საკუთარი ნიჭის გამოვლინების კიდევ უფრო ნაკლები შანსი აქვთ. ამიტომ, “ნიჭიერი” კიდევ უფრო მეტად ასოცირდება ნებისმიერისთვის საკუთარი უნარების გამოვლინებასთან. ჩემთვის ნიჭიერის ჟიურიში ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე იმ წუთას რიგითი მაყურებელი ვარ, რომელიც იმ ადამიანებს დიდ შანსს აძლევს, ვინც მოვიდა და მაყურებლის წინაშე გამოდიან.

 

შეუძლებელია მათ მიმართ იყო ობიექტური, მე თანაგრძნობით უფრო ვარ განმსჭვალული, ვიდრე – მაღალპროფესიული შეფასებით. პანდემიის დროს, როცა ადამიანებს კომუნიკაციაც კი შეზღუდული აქვთ, განსაკუთრებული ფასი შეიძინა ამ პროექტმა. ძალიან გვინდა, მაყურებლებამდე პოზიტივი მივიტანოთ, რომელიც თითოეულს ენატრება, რადგან ადამიანები დაიღალნენ იმ აგრესიით, დაპირისპირებით და ნეგატივის ტალღით, რომლებიც საინფორმაციო სივრცეებში მოდის ტელევიზიებიდან, ეს “ნიჭიერმა” მარტივად ჩაანაცვლა. საინფორმაციო ტალღა მეორე რიგში გადავიდა და წინ ეს თბილი, პოზიტიური პროექტი წამოვიდა.

 

 – როგორ ქმნიდით “გმირს”, რომელიც თითოეული ქართველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია… 

 

– რა თქმა უნდა, “გმირი” ჩემი ინიციატივით შეიქმნა, მაგრამ მას ,მთელი “პრაიმტაიმი” ერთიანი ძალისხმევით ქმნიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული პატარა ბიჭების ისტორია საქართველოს უახლესი ისტორიაა. ჩვენ ჩვენ გმირებს სახელებით და გვარებით ვიცნობთ, რომელიც მე და ჩემმა გუნდა ქვეყანას შემოვუნახეთ.

 

თაკო ფხაკაძე

 

პროექტ “გმირის” მთავარი მიზანი შესრულებულია, გმირი – ეს არ არის კრებითი სახელი, ჩვენ თითოეულის ბიოგრაფია ვიცით და ვიცით, რომ სულ პატარა ბიჭებმა სიცოცხლე საქართველოს ერთიანების იდეას თავი შესწირეს. როცა ამბობენ, “გმირი”, მგონია, რომ ამ ტიტულის პედალირებაში სულ პატარა წვლილი ჩვენც შევიტანეთ. ეს ერთგვარი მადლობა იყო ჩვენი მხრიდან იმ ბიჭების მისამართით, რომლებმაც ამ ქვეყნისთვის თავი გაწირეს.

 

 – თაკო, მართალია ჟურნალისტი ხართ და არაერთი სახალხო პროექტის ავტორი, მაგრამ ახლა შემოქმედებითი შოუს ჟიურის წევრი ხართ და როგორც ვიცი, სცენა თქვენთვისაც ახლობელია… 

 

– პროფესიონალი მოცეკვავე ვარ, სუხიშვილების სტუდია მაქვს დამთავრებული. სცენაზე დგომა არაა მარტივი, პუბლიკის წინაშე დგომა ნიჭთაგანია იმ ნიჭთა შორის, რომლებიც ამ ნიჭიერ ადამიანებს გააჩნიათ. ეს მე-10 სეზონი სრულიად განსხვავებულია, მაყურებელს საოცარი სანახაობა და ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდება.

 

 

თაკო ფხაკაძის ავტორობით შექმნილი პროექტები:

 

  • “დაკარგული ისტორია“ – შსს-ს არქივთან თანამშრომლობით გამოიცა საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი „საარქივო მოამბის“ სპეცნომერი, „ოქროს ფრთა” – პროექტმა წლების განმავლობაში სხვადასხვა ნომინაციებში ჟურნალისტთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებები გამართა, 

 

  • „წითელი ყაყაჩო“ – საქველმოქმედო ფონდი, პროექტის ფარგლებში ყოველი წლის აგვისტოში ეწყობა „წითელი ყაყაჩოების“ აქცია, რომელიც 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ხსოვნას ეხება; 

 

  • პროექტი „გმირი“– პროექტს მიღებული აქვს სხვადასხვა პრემია და ჯილდო, მათ შორის: გალა, „ოქროს ფრთა“, ოქროს კალამი, “ოქროს პრეგმანეტი “და წლის სახელები. წიგნი „გმირი“ რამდენიმე ტომად გამოიცა, რომელიც აერთიანებს აგვისტოს ომში და ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების გმირულ ისტორიებს;

 

  • „გიგო გაბაშვილი, როგორც ფოტოხელოვანი“ – პროექტის ფარგლებში საზოგადოებამ გაიცნო გიგო გაბაშვილის უცნობი და ამასთან, მე-19 საუკუნისთვის საკმაოდ თამამი ფოტოსურათები, რომელიც წლების განმავლობაში არქივში მინის ნეგატივებზე ინახებოდა… 

რაც შეეხება ჟიურის დანარჩენ წევრებს, კიდევ ერთი ჟურნალისტი, ირაკლი იმნაიშვილი ისეთი გავლენიანი მედია საშუალების პროდიუსერი იყო, როგორიცაა BBC-ი.

 

მესამე წევრი მომღერალი სტეფანე მღებრიშვილია, ის პირველი ქართველი შემსრულებელია, რომელმაც 2010 წელს MTV Europe დაიპყრო, ხოლო 2011 წელს შოუში MTV Live Georgia მონაწილეობა მიიღო.

 

“ნიჭიერის” ჟიური

 

ჟიურის შემდეგი წევრი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილია. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, გადაღებულია შვიდ ფილმსა და ორ სერიალში, ასევე – რეკლამაში. რუსკა მაყაშვილი არაერთი მეგა შოუს წამყვანი ყოფილა და ერთ-ერთი მათგანის გამარჯვებულიც გახდა, სადაც ის ცეკვავდა…

 

რუსთავი 2-ის ერთ-ერთი სახე, მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაციაც ჟიურიშია. ის იყო „მის თბილისი“, „მის საქართველო“, „მის ოქროს გლობუსი“ (მე-3 ადგილი). 2010 წლის 1 თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. ხოლო რუსთავი 2-ის მაყურებელი მას შუადღის ეთერში თითქმის ყოველდღე წამყვანის ამპლუაში ხედავს.

 

 

გიორგი ბახუტიშვილი და ნუკი კოშკელიშვილი

 

რაც შეეხება “ნიჭიერის” წამყვანებს, უნიჭიერი მსახიობის, გიორგი ბახუტიშვილის მეწყვილე ასევე, მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილია, რომელიც აშშ-დან სპეციალურად “ნიჭიერისთვის” სამშობლოში დროებით ბრუნდება.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X