
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიანა ეზუგბაიას განცხადებით, 3 აგვისტოდან დღემდე გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან დაახლოებით 10-ის წყარო უცნობია.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3-ის წყარო დაუდგენელია, 1 ლენჯერის კლასტერს განეკუთვნება, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი კი იმპორტირებული შემთხვევაა.
საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1098 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 17.























