15:12 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

აი, ჩემი რეალური სახე… ეს ეძღვნება ყველა ენაგადმოგდებულად დაღლილ დედას! – ნუკი კოშკელიშვილი

აი, ჩემი რეალური სახე… ეს ეძღვნება ყველა ენაგადმოგდებულად დაღლილ დედას! – ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი დედობის სირთულეებზე ინსტაგრამგვერდზე ხშირად წერს. აი მისი მორიგი პოსტი რეალობაზე.

“გვეყოფა ლამაზი ფოტოები. აი, ჩემი რეალური სახე! ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ორი წელია არ მძინებია, არ ვიგონებ!! აი ხო მძინავს ხანდახან, მაგრამ არაფრით მყოფნის.

 

ეს პოსტი ეძღვნება ყველა ენაგადმოგდებულად დაღლილ დედას! ცოტა სადღეგრძელოსავით კი გამომივიდა, მაგრამ თქვენ გაგიმარჯოთ. აი არავინ იცის, ეს რამხელა შრომაა, იყო დედა, მხოლოდ ბავშვის დევნას არ ვგულისხმობ, ნერვიულობას, მუდამ შვილზე ფიქრს, არავინ თქვას, ეს არ არის დამღლელიო.

ინსტაგრამი და რეალობა - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე 
2020-09-07ინსტაგრამი და რეალობა - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე 

 

ერთნაირად დამღლელია, გინდა მომუშავე დედაიყო, გინდა დიასახლისი. საბოლოო ჯამში ხომ ყველამ ვიცით, საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და თან ზემოდან ბავშვზე ზრუნვა, საოცარი ძალა სჭირდება ამას.

 

ახლა იმათზე მეფიქრება, ვისაც 3-4 ბავშვი ყავს, მუშაობს და დამტოვებელი არ ჰყავს, ეს დისტანციური სწავლა და აი, რა ქნას ადამიანმა? არ იაროს სამსახურში, ბავშვებს რა აჭამონ? მერე წახვალ და ბავშვს ვინ მიხედავს.

 

ააა და კიდევ, აი თუ 4 ბავშვი გყავს, 4 კომპიუტერი უნდა გქონდეს?? ეს ამბავი როგორ ხდება? დიდი ნერვები და გაძლებაა საჭირო, ზუსტად ვიცი, სირთულეებს ყოველთვის გადავლახავთ. მოკლედ, მაგრები ვართ და ერთი ჩემი მეგობარი სულ იძახის “თავს თუ არ შევიქებთ, სხვა კი არ შეგვაქებსო”, ჰოდა დავესიტყვები“, წერს ნუკი კოშკელიშვილი.

ავტორი: Prime Time

X