
ქეთი მელუამ და ლიზა ბათიაშვილმა დისტანციური მუსიკალური დიალოგი გამართეს. ქართველი მუსიკოსები ლიზას ახალ ალბომში შესულ კომპოზიციას ასრულებენ, ერთი ლონდონიდან, მეორე – მიუნჰენიდან.
No Better Magic ქეთის საავტორო სიმღერაა და ის მსოფლიოში აღიარებული მევიოლინის, ლიზა ბათიაშვილის ალბომში – City Lights / Deutsche Grammophon-ში შევიდა.
“უჩვეულო დრო, უპასუხოდ დარჩენილი კითხვები… გიზიარებთ მუსიკას, ჩვენს ფიქრებსა და იმედს” – წერს ლიზა სოციალურ ქსელში.
პროექტის შესახებ ინსტაგრამზე ქეთიც აკეთებს კომენტარს.
ქეთი მელუა: „ჩვენ ეს ჩანაწერი ამ კვირაში გავაკეთეთ. მადლობა, რომ მისი ნაწილი მეც ვარ. ვიმედონებ, თავს კარგად გრძნობთ და უსაფრთხოდ ხართ. აი, ჩვენი სიმღერა. და ლიზა, ვერ ვითმენ, როდის შევასრულებთ მას ერთხელაც დიდ დარბაზში“.
კომპოზიციაში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი უკრავს, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ვიდეოს ავტორი თეონა ჯორბენაძეა, მონტაჟი საბა ფრუიძეს ეკუთვნის.
ფოტოგრაფი: სოფიო მელიქიძე






















