09:00 | 2021-09-29 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„აი, ეს არის მთელი „სცენარი“ – რას წერს თაკო ჩარკვიანი სააკაშვილის ჩამოსვლაზე

„აი, ეს არის მთელი „სცენარი“ – რას წერს თაკო ჩარკვიანი სააკაშვილის ჩამოსვლაზე

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რატომ უნდა დახვდეს მას ამომრჩეველი.

 

„ხალხნო, გისმენთ ტვ მთავარზე და (ნიკას ვეთანხმები) ცოტა გაოცებული ვარ. ვერ გავიგე რაზეა საუბარი?! სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩამოსვლისა, ბუნებრივია მომხრეები დასავლეთს დაანახებენ რომ 9 წლის თავზე ძალიან ბევრნი არიან და მშვიდობიანად გამოვლენ და დახვდებიან ყოფილ პრეზიდენტს, მიშა არჩევნებში არ მონაწილეობს, მაგრამ მისი პარტიის ხმებით, მისი მხარდამჭერების უდიდესი პროცენტია ოპოზიციაში, ხომ ასეა და ეს ხმები სააკაშვილის გამოა ძირითადად, ხომ ასეა?! ვფიქრობ სადაო აქ არაფერია – ეს ფაქტია და ახლახანს რეიტინგებმაც-პროცენტებმაც ეს აჩვენა.

 

ციხეში მეც ვიყავი და გამოვედი, ნიკაც იყო და გამოვიდა, მიშაც შევა და გამოვა - გიგი უგულავა
2021-09-29ციხეში მეც ვიყავი და გამოვედი, ნიკაც იყო და გამოვიდა, მიშაც შევა და გამოვა - გიგი უგულავა

 

ახლა ამ ჩამოსვლით მან უკვე დიდი საქმე გააკეთა და ნიჰილიზმი პრაქტიკულად მოხსნა, ტემპერატურა და ინტერესი არჩევნებისადმი გაზარდა-აწია, ეს ძალიან კარგია არჩევნებისთვის, დანარჩენი მისი- ყოფილი პრეზიდენტის -სააკაშვილის და მისი ამომრჩევლის საქმეა.

 

დიახ, რთულია ყველასთვის ჩვენთვის ვითარება და მისთვისაც ცხადია, რადგან რუსეთის მიერ დევნილია ანუ მსოფლიო „ურჩხულის“ მიერ დევნილი და მისი დაჭერა – ამ პოლიტიკური ფიგურის დაჭერა, ცოტა სხვა რამ არის ვფიქრობ. რისკავს მოდის – მშვიდობიანად ხვდება ამომრჩეველი კონსტიტუციის – კანონის ფარგლებში!

 

რადგან უმახინჯესი დანაშაულებრივი კლანური მართლმსაჯულება გვაქვს და ეს კიდევ უფრო გამოჩნდა ამ ბოლო დროს გამოვლენილი სუსის ფაილებში-მოსმენებში, ყოფილი პრეზიდენტის მიმართაც დარღვეულია ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლებისა, იქნებ ამ ფართომასშტაბიანი დახვედრა – აქციით შევძლოთ დასავლეთს დავანახოთ დიდი პროტესტი, რადგან ოპოზიციას მომიტევონ, მაგრამ ფრიად აკლია და ძალიან სჭირდება ამ მასშტაბის და ენერგეტიკის პოლიტიკოსი რუსულ ოლიგარქიასთან ბრძოლაში ეს ფაქტია. აი ეს არის მთელი „სცენარი“.

 

და ბოლოს და ბოლოს მისი, ყოფილი პრეზიდენტის გადასაწყვეტი! და გასაკვირი და გაუგებარი რა არის იმაში, რომ მხარდამჭერებს დახვედრა სურთ?! ჰოდა, ჩამოდის და ხალხი – მხარდამჭერები დახვდებიან! ვისაც არ სიამოვნებს არ დახვდება და ასე, არაფერი საპოლემიკო ვფიქრობ არ არის! სახელმწიფოა მიტაცებული და კიდევ ერთი მცდელობაა ადამიანებისა სახელმწიფოს დასაბრუნებლად! ვფიქრობ, ამაზე ჯობდა ალბათ პოლემიკა გამართულიყო!“, – წერს ჩარკვიანი.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X