02:29 | 2020-10-07 ავტორი: Prime Time

აი, რა მოიფიქრეს ქომაგებმა – გულშემატკივრები 8 ოქტომბერს “დინამო არენასთან” შეკრებას აანონსებენ

აი, რა მოიფიქრეს ქომაგებმა – გულშემატკივრები 8 ოქტომბერს “დინამო არენასთან” შეკრებას აანონსებენ

ჯანდაცვის სამინისტრომ უფლება არ მისცა ქართველ გულშემატკივრებს საქართველო-ბელარუსის მატჩს დაესწრონ.

 

აი, რა მოიფიქრეს ქომაგებმა:

 

„იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობამ აგვიკრძალა 8 ოქტომბერს საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრება, გულშემატკივრები ვიკრიბებით “დინამოსთან” ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ!!!!

 

გეგმა ასეთია: “დინამოს” შესასვლელთან დავხვდებით და მხურვალედ გავამხნევებთ სტადიონზე მოსულ ქართველ ფეხბურთელებს. მატჩის დაწყების შემდეგ გადავინაცვლებთ “მუშტაიდის ბაღში”, სადაც მატჩის საყურებლად დაგხვდებათ “გირჩის” მიერ დამონტაჟებული დიდი ეკრანი, ლუდი და მისთანები.”,- წერია ინფორმაციაში, რომელსაც sportall.ge-ი ავრცელებს.

ავტორი: Prime Time

X