
აკაკი მინაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიატორობით უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ იმ ძირითად საკითხებზე ისაუბრა, რის გამოც, პოლიტიკურ აქტორებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
“ქართულმა ოცნებამ დღეს კიდევ ერთხელ კარი ევროპას მიუხედავად. მკაფიოდ გეტყვით რაზეც ვერ მოხდა შეთანხმება, ეს ორი საკითხია პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.
“პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე ვერ შევთანხმდით, ამის გამო, ქართული ოცნება პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისზე პასუხისმგებელი ქართული ოცნებაა.” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით “ქართული ოცნების” ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და 9 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.






















