21:49 | 2021-02-21 ავტორი: Prime Time

ახალ ზელანდიაში ბავშვი სარეცხ მანქანაში შეძვრა და გარდაიცვალა

ახალ ზელანდიაში ბავშვი სარეცხ მანქანაში შეძვრა და გარდაიცვალა

ახალ ზელანდიაში სკოლამდელი ასაკის ბავშვი სარეცხ მანქანაში შეძვრა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Daily Mai წერს.

 

შემთხვევა კრისტჩერჩის გარეუბანში 19 თებერვალს მოხდა. ბავშვი სარეცხის მანქანის ჩართვის შემდეგ იპოვეს. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ ბავშვი უგონო მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა.

 

გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნობით, მშობლებს მეტი სიფხიზლისკენ მოუწოდებს, ვინაიდან ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან და შეუძლიათ შეუმჩნევლად შეძვრნენ ნებისმიერ ადგილას, რაც ხანდახან ტრაგიკულად მთავრდება.

 

 

შემზარავი კადრები ნიგერიიდან, სადაც სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
2021-02-21შემზარავი კადრები ნიგერიიდან, სადაც სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ავტორი: Prime Time

X