
გუშინ, ახალგაზრდა გოგონა ზვიგენს ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მსხვერპლი 19 წლის ჰამილტონელი გოგონა – კაელა მარლოუა. სამართალდამცავების თქმით, კორონერი გარდაცვალების საბოლოო ანგარიშს გაავრცელებს.

„თავდაპირველი დაკვირვებით, სავარაუდოა, რომ გოგონას თავს ზვიგენი დაესხა. ჩვენ ვხვდებით, რომ მისი გარდაცვალება მათთვის, ვინც სანაპიროზე იყო, ძალიან ტრამვულია. ვინც მოითხოვს, ჩვენ „მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებს“, ყველას ვთავაზობთ“ – ნათქვამია განცხადებაში.
ახალ ზელანდიაში ზვიგენის თავდასხმები იშვიათია. ახლანდელის მსგავსი უკანასკნელი ფატალური შემთხვევა 2013 წელს მოხდა, როდესაც 40 წლის მოცურავე მამაკაცი, ზვიგენებმა ნაპირიდან მოშორებით მოკლეს. რაც შეეხება, არასასიკვდილო თავდასხმას – ბოლოს, 2018 წელს მოხდა.






















