
უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. კაცს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც 26 წლის პირი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით ახალგაზრდა კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“-ს თანამშრომელი იყო, რომელიც XVI მიკრორაიონში არსებულ ქვესადგურში სხვა თანამშრომლებთან ერთად გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.






















