16:29 | 2020-09-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უხარისხო თხილის ჩაბარებაზე უარის გამო სცემეს, გარდაიცვალა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უხარისხო თხილის ჩაბარებაზე უარის გამო სცემეს, გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ნაცემი მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ინციდენტი 9 სექტემბერს ერთ-ერთ თხილის ჩასაბარებელ პუნქტთან მოხდა.

 

გამოძიების ინფორმაციით, 1982 წელს დაბადებულ ირაკლი ჭკადუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მიღებული დაზიანებებით შედეგად დაშავებული 11 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

 

„ერთ-ერთი დაკავებულის მამამ ამ ბიჭს ჩამბარებელ პუნქტში უხარისხო თხილი მიუტანა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი. ორნი ყოფილან, თითქოს შერიგდნენ, მერე კი ორმა გაიყვანა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს…რა დააშავა ობლობაში გაზრდილმა ბიჭმა…დედა ბავშვობაში, მამა კი შარშან გარდაეცვალა“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ მეზობელმა თამარ კვარაცხელიამ.

 

რატომ არ არის ქვეყანაში პანიკის საფუძველი - მარინა ეზუგბაიას განმარტება
2020-09-12რატომ არ არის ქვეყანაში პანიკის საფუძველი - მარინა ეზუგბაიას განმარტება
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2 პირია დაკავებული. გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები დაკავებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. გარდაცვლილის ცხედარი თბილისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული,ხოლო საღამოს სოფელ შამგონაში მოასვენებენ. მას ორი შვილი დარჩა.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X