
უკვე რამდენიმე თვეა ბრიუსელის პროგრამით მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ანა რეხვიაშვილი შემოქმედებითი მივლინებით ამერიკის შეერთებულ შტატებში – ნიუ იორკსა და ვაშინგტონში იმყოფება. მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია ახალგზარდა მწერალი ქალის საერთაშორისო ურთიერთობები, პროექტები და ღინისძიებები, რომელსაც ის ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: აშშ-ი, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, მონაკოში უკრაინაში, თურქეთში, სომხეთში და სხვ.
სხვადასხვა დროს ის სამოქალაქო აქტივიზმთან ერთად ის გახლდათ არაერთი კონკურსის ჟიურის წევრი. „პრაიმტაიმს“ ანა საკუთარ გეგმებზე და პროექტებზე ესაუბრა.
„როდესაც ნიუ იორკში მოვფრინვდი ვღელავდი.. ეს არი ყო ჩემი პირველი ვიზიტი აშშ-ი და ამ მსოფლიო ქალაქში. ადრე, ოფიციალური ვიზიტით ჩამოვდიოდი აქ და სხვადასხვა დროს შეხვედრები მქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში, ატლანტიკურ საბჭოში_ ვაშინგტონში. კოლუმბიის უნივერსიტეტში, გაეროში და ქართულ დიასპორასთან _ნიუ იორკში. მაგრამ ახლა სხვა განცდა მქონდა, ვინაიდან საქართველოსთვის ურთულეს დროს მომიწია შემოქმედებით მივლინებაში გამგზავრება, რომელსაც თავისი დღის წესრიგი და ვადები აქვს.
რატომ დაიგვიანეთ ჩამოსვლა?! – ამ სიტყვებით და ღიმილით შემომეგება საზღვრის ოფიცერი JFK აეროპორტში“, – ამბობს ანა.
ნიუ იორკში ჩასვლისთანავე ჩაიწერა თავისი ემოციები ბლოკნოტში და იქვე ახალი რომანის სახელწოდებაც მიაყოლა _ ,,Manhattan. Apt 5F _აქ ამერიკაში’’, რომელსაც ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოსცემს. ეს იქნება რომანი ემიგრაციაზე, იმ ადამიანებზე, საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან სხვადასხვა მიზეზით რომ ჩავიდნენ ამერიკში. დიდი ალბათობით, ეს იქნება პოპულარული წიგნი , რომელიც ნებისმიერი ეროვნების ემიგრანტს ერთნაირ ემოციებს განაცდევინებს. ეს იქნება თავისუფლებისკენ სწრაფვის შესახებ წიგნი. ძალიან კონკრეტული პასუხი გაეცემა კითხვას: რა მიიღეს ქართველებმა შესაძლებლობების ამ დიდი ქვეყნიდან და რა მისცეს ქართველებმა აშშ-ს ?! ეს წიგნი იქნება ერთგვარი მოტივაცია ნებისმიერი ეროვნებისა და ასაკის მკითხველისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ ნებდება, რომელიც ნებისმიერ ასაკში გეგმავს და ახლიდან იწყებს ცხოვრებას და როგორც ამბობენ, ეს ემოცია ყველაზე რეალური და ყველაზე ძლიერია ამერიკაში. ეს იქნება წიგნი, კონკრეტული ისტორიული ეპოქისა და ისტორიული კონტექსტის შესახებ.
რატომ Manhattan. Apt 5F ? რატომ ამ სახელწოდებით – ვკითხეთ ანას:
„მინდა სწორედ ნიუ იორკის გულიდან დანახული საქართველო და ქართველები თქვენც დაგანახოთ. დამიჯერეთ, აქედან სხვადასხვა რაკურსით და სხვანაირად ჩანს საქართველო . ვგულისხმობ სამშობლოსაც და ემიგრაციასაც. ეს იქნება დოკუმენტური პროზა, რომლის კონტექსტის ნაწილიც საქართველოში მიმდინარე ქარტეხილებსაც მოიცავს“.
ანა რეხვიაშვილის აშშ-ი შემოქმედებითი მივლინების დროს დაგეგმილი აქვს შედგეს მისი ახალი რომანის ,,Manhattan. Apt 5F. აქ ამერიკაში’’ პრეზენტაცია ფართო საზოგადიებისა და მედიის წინაშე, ნიუ იორკში, ვაშიგტონში და სხვა ქალაქებში, გადასცეს რომანი ცნობილ სცენარისტებს დოკუმენტური და მხატვრული ფილმებსათვის. გაიმართოს ფოტოგამოფენა და პოდიუმ დისკუსიები ადამიანებისა – საერთო ბედით და განსხვავებული აქცენტებით.
ანა რეხვიაშვილი ასევე გეგმავს, რომ აშშ-ში გამოსცეს დოკუმენტური პროზა ,,შევი”. საქმე იმაში გახლავთ , რომ როდესაც საქართველოს II პრზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისში ვარდების რევულიციის შედეგად გადადგა, სწორედ ამ ბობოქარ დღეეებში ჩამოვიდა ლონდონიდან ანა რეხვიაშვილი, სადაც ის მეუღლესთან _ ცნობილ ფეხბურთელთან რატი ალექსიძესთან და ვაჟთან თემო ალექსიძესთან ერთად ცხოვრობდა. ანა ამავე საღამოს მოხვდა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში და შეხვდა პრეზიდენტ შევარდნაძეს – „შევის“, როგორც მას ამერიკელები ეძახდნენ.. პრეზიდენტმა ახალგაზრდა მწერალს თხოვნაზე უპასუხა, რომ როგორც კი ეს ბობოქარი დღეები დასრულდებოდა ანასთან აუცილებლად ჩაწერდა მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო, აქამდე უცნობ დეტალებს. საქართველოს II პტრზიდენტმა პირობა შეასრულა. ანა რეხვიაშვილმა ჩაწერა უმნიშვნელოვანესი მასალა, რომელსაც წიგნად გამოსცემს და მისი სახელწოდება იქნება _ „შევი“ . წიგნი ინგლისურ ენაზე გამოვა და გაიყიდება აშშ-ში , საქართველოში, ევროპაში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში . ანა რეხვიაშვილი ასევე გეგმავს ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართველი და ამერიკელი მწერალი ქალების შეხვედრას ვაშინგტონში და ნიუ იორკში და გამართოს პოდიუმ დისკუსია საზოგადოების ფართო სპექტრის და მედიის მონაწილეობით.
„თანამედროვე ქართველი მწერლების მისია და როლი ბევრად დიდია და მნიშვნელოვანი , ვიდრე პოლიტიკოსებისა. ყველა ქვეყანაში მწერლის სიტყვა ავტორიტეტული და ანგარიშგასაწევი სიტყვაა. ამიტომ ქართველი მწერლები უნდა შეხვდნენ თავიანთ მკითხველს ემიგრაციაში აქაც და ყველგან . _ დაიწყოს მუშაობა ამერიკელი და ქართველი ცნობილი მწერლების ანთოლოგიაზე ინგლისურ და ქართულ ენებზე“, – ამბობს ანა რეხვიაშვილი.






















