02:02 | 2021-01-22 ავტორი: Prime Time

ახალგაზრდა ქალი მოკლეს და მამაკაცი დაჭრეს თელავში – დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა

ახალგაზრდა ქალი მოკლეს და მამაკაცი დაჭრეს თელავში – დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ახალგაზრდა ქალი მოკლა და 36 წლის მამაკაცი მძიმედ დაჭრა.

 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კისისხევში მდებარე ერთ- ერთ ფერმაში მოხდა. პრაიმტაიმის ინფორმაციით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

 

ახალგაზრდა მამაკაცი მუცლისა და გულ- მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

შსს დაკავების კადრებს ავრცელებს ⇓

 

ამ წუთებში, დაჭრილს, ექიმები ქურურგიულ ოპერაციას უტარებენ. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X