12:52 | 2020-08-05 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ახალგაზრდა ქალი თბილისში ოჯახის წევრებს ეძებს – იქნებ ვინმემ ფოტოებით ამოიცნოს

ახალგაზრდა ქალი თბილისში ოჯახის წევრებს ეძებს – იქნებ ვინმემ ფოტოებით ამოიცნოს

მას შემდეგ, რაც ჩვენი ჩარევითა და დახმარებით, მოსკოვში მცხოვრებ იულია ბელოუსს მამა ვაპოვნინეთ, უამრავი ადამიანი გვეხმიანება და გვთხოვს, ახლობლების მოძებნაში დავეხმაროთ.

 

ამჯერად „პრაიმტაიმი“ აფხაზეთში მცხოვრები მილანა ზიბინას ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც დედის ძმებს ან მათ შთამომავლებს ეძებს.

 

მე ვარ მილანა ზიბინა, დაბადებული 1992 წელს. ლუდმილა გივის ასული ზიბინა-ღუღუნიშვილის ქალიშვილი, რომელიც დაბადებულია 1959 წლის 13 აგვისტოს (გარდაცვალების თარიღი 10.12.2005).

 

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, ქალები და ბავშვები ვერტმფრენებით წაიყვანეს, მე და ჩემმა უფროსმა დამ, დედასთან ერთად დავტოვეთ აფხაზეთი და წავედით უკრაინაში დედაჩემის ბიძასთან, რომელიც დედის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. 12 წლისას დედა გარდამეცვალა და ბავშვთა სახლში უნდოდათ ჩემი წაყვანა, მაგრამ შეძლეს და ეს ამბავი აცნობეს მამაჩემს, აფხაზეთში. ის ჩამოვიდა და წამომიყვანა მხოლოდ მე, რადგან ჩემი და უკვე 18 წლის იყო, იქ სწავლობდა და მუშაობდა. ამიტომ გადაწყვიტა დარჩენა  უკრაინაში.

 

 

ფოტოზე: ლუდმილა ზიბინა-ღუღუნიშვილი და ვალენტინა კამენევა, შვილთან ერთად.

 

ახლა ვეძებ დედის მხრიდან ახლო ნათესავებს – მის ძმებს ან მათ შთამომავლებს. ერთ-ერთ მათგანთან ზაურ გივის ძე ღუღუნიშვილთან 10 წლის წინ სატელეფონო კონტაქტი მქონდა. ისიც ვიცი, რომ ჰყავს კიდევ ორი ძმა – გურამ და რევაზ ღუღუნიშვილები.

 

ჩემი ბებია (დედის მხრიდან) ვალენტინა კამენევა იყო, ჩემი ბაბუა კი ღუღუნიშვილი გივი. ისინი ცხოვრობდნენ, ტყვარჩელში, სოფელ ხარჩილავაში.

 

 

ფოტოზე: გურამ ღუღუნიშვილი

 

დედას ორი ძმა, ზაური და რევაზი საქართველოში ცხოვრობდნენ. ცნობილი იყო ისიც, რომ ერთი ბიძა – გურამი უკრაინაში, ქალაქ ანტრაციტში ცხოვრობდა. მე ასევე მყავს უფროსი და, ზუბინა სუზანა, დაბადებული 1987 წლის 4 სექტემბერს. ის თბილისში, დედაჩემის ნათესავებთან დაიბადა, მაგრამ სამწუხაროდ, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთი დავკარგეთ და საბედნიეროდ, ორი წლის წინ აღმოვაჩინეთ სოციალური ქსელის საშუალებით. თუმცა, ძალიან ვწუხვარ, რომ ერთმანეთს ვერ ვხვდებით. ის გათხოვდა ტაჯიკეთში, სადანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია, ორი შვილით, რადგან მეუღლე არ აძლევს ამის შესაძლებლობას…

 

 

ფოტოზე: ზაურ ღუღუნიშვილი

 

მე თვითონ ახლა აფხაზეთში ვცხოვრობ იმავე ადგილას, სადაც დედაჩემი ცხოვრობდა. გავთხოვდი და ჩემთან ყველაფერი კარგადაა. მადლობა ღმერთს, სამი შესანიშნავი გოგონა გვყავს, მაგრამ მე ნამდვილად მინდა, ვიპოვი ჩემი ბიძები ან მათი შთამომავლები, რომლებიც ჩემს შვილაბსაც უნდა გავაცნო და შეიყვარონ თავისი ახლობლები. ჩემი სული ნამდვილად ითხოვს ამას. იქნებ ვინმემ ფოტოებით ამოიცნოს და გვაცნობოს მათ შესახებ.

 

 

ფოტოზე: რეზი ღუღუნიშვილი

 

თუ მე მოვახერხე თქვენი დახმარებით მათი პოვნა, ეს იქნება ძალიან მაგარი და მე საბოლოოდ ვიგრძნობ, რომ არ ვარ უთვისტომო. მადლობა ყველას, გაგებისთვის და ჩემი ნათესავების ძებნაში მონაწილეობისთვის.

 

იყავით მუდამ ჯანმრთელნი და ბედნიერნი.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X