23:32 | 2021-11-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ახალგაზრდა ქალს შინ კეტავენ, გინეკოლოგთან მიათრევენ საქალწულე აპკის შესამოწმებლად, ბიჭს აჩეხვით ემუქრებიან“ – ბაია პატარაია

„ახალგაზრდა ქალს შინ კეტავენ, გინეკოლოგთან მიათრევენ საქალწულე აპკის შესამოწმებლად, ბიჭს აჩეხვით ემუქრებიან“ – ბაია პატარაია

„გოგოებო, ქალებო, ნუ მოითმენთ ამ დამცირებას და ძალადობას ნურავისგან, მით უმეტეს ოჯახში, სადაც პირველ რიგში უნდა ზრუნავდნენ არა „აპკზე“ და „ოჯახის ღირსებაზე“არამედ შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია წერს.

 

„უკვე მერამდენედ ვაწყდები ამბავს, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც შეყვარებული ჰყავს, მშობლები რასაც ქვიაპროგრომს“ უწყობენ (ოჯახში ძალადობა მ.126 პრიმა), შინ კეტავენ ( უკანონოდ უღკვეთენ თავისუფლებას მ. 143), ბიჭს აჩეხვით ემუქრებიან (მუქარა მ.151), გოგოს გინეკოლოგთან მიათრევენ საქალწულე აპკის შესამოწმებლად (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მ. 144 ტერცია).

 

არ გადავიხდით! - ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა
2021-11-25არ გადავიხდით! - ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა

 

სპეციალურად მივუწერე ის სისხლის სამართლის დანაშაულები, რასაც მშობლები ჩადიან შვილის წინაშე. ისჯება კი არა, მთელი ბუკეტია დანაშაულების, ციხე რომ არ ასცდებათ სათითაოდ – ისეთი.

 

ამიტომ გოგოებო, ქალებო, ნუ მოითმენთ ამ დამცირებას და ძალადობას ნურავისგან, მით უმეტეს ოჯახში, სადაც პირველ რიგში უნდა ზრუნავდნენ არა „აპკზე“ და „ოჯახის ღირსებაზე“ (მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ქალის ჩაგვრას ფსევდო-ღირსებით ამართლებს), არამედ შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. ასეთი ქცევა სიველურეა და ყველა ქალი დაცული უნდა იყოს ამ მართლა ღირსების შემლახავი ძალადობისაგან.

 

თუ მსგავს მდგომარეობაში ხართ, მოგვმართეთ 2 307 603 და აუცილებლად მიმართეთ პოლიციას 112, მყისიერი შეტყობინებისთვის კი ჩამოტვირთეთ/გამოიყენეთ მობ. აპლიკაცია Safe You – საქართველო“, – წერს ბაია პატარაია.

 

ცნობისთვის, დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X