20:19 | 2020-03-23 ავტორი: თამთა თორდია

ახალი 7 შემთხვევიდან ერთ-ერთი ინფიცირებული 15 წლის მოზარდია

ახალი 7 შემთხვევიდან ერთ-ერთი ინფიცირებული 15 წლის მოზარდია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. მათგან ერთ-ერთი 15 წლის მოზარდია.

 

მარინა ენდელაძის თქმით, 3 შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში, ხოლო 4 თბილისში. აჭარაში გამოვლენილებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა 4 პაციენტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან არიან ჩამოსულები და ისინი წარმოადგენენ ახალ კლასტერს.

 

„დღეს გამოვლინდა კიდევ 4 ახალი ინფიცირებული, რომლებიც არიან  ამერიკიდან ჩამოსულები, ანუ არ არის შიდა გადაცემა. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. ერთი მათგანი კი, 15 წლის ბავშვია. მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩატარდება კვლევები და დაიწყება მკურნალობა “- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ავტორი: თამთა თორდია

X