
ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი ინფიცირებულის წყარო ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, დანარჩენი წყაროები ცნობილია.
„კოვიდ ცენტრებში ამჟამად 349 პაციენტი მკურნალობს. ახალი 15 დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენთან არცერთი არ შემოუყვანიათ, თუმცა მათი ძირითადი წყაროები ცნობილია.
ეს არის მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო. მხოლოდ ორი პაციენტი არის, რომელთა წყარო ამ ეტაპზე ჯერჯერობით დაუდგენელია“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 156-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით:
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4833 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
კორონავირუსის გამო გაგამოცხადებული კარანტინის შეზღუდვები
შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა
გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!
10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან
შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად
კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს
პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ
27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია
როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს
350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება
სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე






















