11:28 | 2021-12-09 ავტორი: Prime Time

ახალი დეტალები ხელვაჩაურში მომხდარ ტრაგედიაზე – მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

ახალი დეტალები ხელვაჩაურში მომხდარ ტრაგედიაზე – მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

ტრაგედია დატრიალდა გუშინ ღამით ხელვაჩაურში. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჭარნალში, ახალგაზრდა კაცმა ცოლი და 21 წლის შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

 

როგორც მეზობლები და ნათესავები ამბობენ, მამაკაცი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა.

 

ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორი: Prime Time

X